კომპანია Huawei-მ აშშ-ს სანქციების პირობებში ახალი ფლაგმანების მიმართ ინტერესის გაზრდის კიდევ ერთ ხერხს მიმართა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, ჩინური კომპანია Huawei საკუთარ ახალ სმარტფონებში Google-ის სერვისებს ვეღარ გამოიყენებს.
Huawei Consumer Business Group-ის ხელმძღვანელმა, რიჩარდ იუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანიის ახალ ფლაგმანებში სისტემის ჩამტვირთველი (bootloader) განბლოკილი იქნება.
მოწყობილობის სისტემის მეტი დაცულობისთვის Huawei საკუთარი ნებით განბლოკვას არ მიესალმებოდა, თუმცა ახალი რეალობის პირობებში კომპანიამ მომხმარებლებს მეტი თავისუფლება მისცა, რის შედეგადაც სმარტფონებში Google-ის სერვისების ინსტალაცია უფრო მარტივი იქნება.
ჯერ-ჯერობით გაუგებარია, სისტემის ჩამტვირთველი მომხმარებელს კოლოფიდანვე განბლოკილი დახვდება თუ არა.