რამდენიმე დღის წინ კომპანია Huawei-მ Google-ის სერვისების საკუთარი ანალოგი— Huawei Mobile Services (HMS) წარმოადგინა.
Huawei-ს Google-ის სერვისების ანალოგზე მუშაობა აშშ-ს მიერ დაწესებული სანქიციების შედეგად მოუწია. HMS მოიცავს ნავიგაციის, ანგარიშსწორების, თამაშისა და კომუნიკაციის ხელსაწყოებს Huawei-ს ეკოსისტემის ფარგლებში. ამჟამად HMS ტესტირების რეჟიმში მუშაობს.
Google-ის ალტერნატიული სერვისების მოძებნა Huawei App Gallery-ში იქნება შესაძლებელი, რომელიც თავისმხრივ Google Play Store-ის ანალოგია.
ჯერ-ჯერობით Huawei Mobile Services-ის გატესტვა მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი.
ამჟამად ტესტირებისთვის ორი პროდუქტია ხელმისაწვდომი. ესენია Huawei Mobile Services (HMS) და HMS Core Test.
HMS Core Test-ი HMS-ის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული სერვისი უსაფრთხოების, ანგარიშსწორების, იდენტიფიცირებისა და ბიომეტრიული სერვისების მინი-აპლიკაციების მუშაობას უზრუნველყოფს.