როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა უკვე მერამდენედ, მაგრამ მაინც გადაწყვიტა Huawei-ს მიმართ დაწესებული სანქციების შერბილება . ამისდა მიუხედავად საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ამერიკული პრესა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გარკვეული კომპანიებისთვის ლიცენზიების გაცემის და ამით Huawei-თან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს განიხილავს. მოკლედ რომ ვთქვათ, სანქციების გაუქმება არ იგეგმება, თუმცა მათ შერბილებაზე მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს.
პირველ რიგში ჩნდება კითხვა, მიეცემა თუ არა Google-ს Huawei-ს სმარტფონებზე საკუთარი სერვისების დაყენების შესაძლებლობა. Huawei-ს განცხადებით კომპანია მზადაა Google-ის სერვისების სმარტფონებზე დასაბრუნებლად სანქციების მოხსნისთანავე.