Honor დიდი ხნის განმალობაში Huawei-ს სმარტფონების შვილობილ ბრენდად რჩებოდა, თუმცა 2020 წლის ბოლოს ამ ორი კომპანიის გზები საბოლოოდ გაიყო. ასეთი სახით, აშშ-ის მიერ Huawei-სთვის დაწესებული სანქციები ამიერიდან Honor-ის სმარტფონებს აღარ ეხება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად Huawei და Honor ბრენდის სმარტფონებზე აიკრძალა გუგლის ნებისმიერი სერვისის გამოყენება და ინტეგრაცია. ამის შედეგად Huawei/Honor სმარტფონებმა საკუთარი საფირმო აპლიკაციების მარკეტის, AppGallery-ის გამოყენება დაიწყეს.
თუმცა, ვითარება Honor-ისთვის შეიცვლება მას შემდეგ, რაც კომპანია საკუთარ პირველ, Huawei-სგან დამოუკიდებელ სმარტფონს — Honor V40-ს წარმოადგენს.
როგორც ირკვევა, Honor-ის საერთაშორისო პირველი სმარტფონი ამ გაზაფხულს გამოვა. გუგლის სერვისების Honor-ის სმარტფონებზე დაბრუნებაც ზუსტად ამ დროისთვის არის მოსალოდნელი.