მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიური ბლოგი MSinfo-ს, Microsoft-ის პარტნიორი კომპანია „სმარტ ბიზნეს ჯორჯია“-ს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა კორპორაცია Microsoft-ის რევოლუციური, ახალი ჰოლოგრაფიკული კომპიუტერის ჩამოტანა და მისი საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მოწყობილობა ტექნოპარკში 2 ოქტომბრიდან ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 2 ოქტომბერს ბლოგი MSinfo ასევე ატარებს Surface ხაზის ინოვაციური მოწყობილობების პრეზენტაციის ღონისძიებას, რომელიც პირდაპირი ეთერით ნიუ-იორკიდან დიდ ეკრანზე გადმოიცემა.
Surface ხაზთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, თუმცა ახლა დროა შევეხოთ ამ ღონისძიების ლოკალურ მნიშვნელობას— HoloLens-ი.
რა არის HoloLens-ი?
HoloLens-ი წარმოადგენს Windows 10-ზე მომუშავე სრულფასოვან ჰოლოგრაფიკულ კომპიუტერს, რომელიც ინტერფეისისთვის Windows Holographic-ის ქვესისტემას იყენებს. AR და VR მოწყობილობებისგან განსხვავებით მას Mixed Reality, ანუ შერეული რეალობის ობიექტების პროექცია შეუძლია, რაც ზემოთაღნიშნული ტექნოლოგიების ერთგვარ მიქსს წარმოადგენს. რადგან აღნიშნული მოწყობილობა არ საჭიროებს ფიზიკურ კლავიატურას და მაუსს, კომპიუტერი იმართება ჟესტების და ცენტრში მოქცეული წერტილის გამოყენებით, რომელიც თავის მოძრაობის მიმართულებით გადაადგილდება და ტრადიციული კურსორის ფუნქციას ასრულებს. სურვილის შემთხვევაში მისი დაკავშირება ნებისმიერ Bluetooth მოწყობილობასთანაა შესაძლებელი, რომელსაც Windows 10-ის მხარდაჭერა აქვს.
ვისთვის არის HoloLens-ი საინტერესო
აღნიშნული მოწყობილობა კომპიუტერთან მუშაობის სრულიად განსხვავებულ, ჰოლოგრამებისგან შემდგარ გარემოს გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ HoloLens-ის პირველი თაობის მოწყობილობა ოფიციალურად არაა გათვლილი ჩვეულებრივ მომხმარებლებზე, ის გარკვეულწილად მათთვისაც საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა. რაც შეეხება მოწყობილობის მთავარ ადრესატებს, ესენი არიან: დიზაინერები, არქიტექტორები და ინჟინრები რომლებიც ქმნიან სხვადასხვა მაკეტებს ავტომობილებისთვის, სახლებისთვის და კონსტრუქციებისთვის, სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც შესაძლებელი ხდება ადამიანის ანატომიის მეტი ინტერაქციით შესწავლა, სამხედრო ინდუსტრია, სადაც შესაძლებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით რიგითმა სამხედრომ ახალი შესაძლებლობები მიიღოს და თამაშების დეველოეპრები, რომლებსაც საკუთარი თამაშის ფიზიკურ გარემოში გადმოტანა და ამით სათამაშო პროცესის გამძაფრება შეუძლიათ. მოკლედ რომ ვთქვათ, HoloLens-ი შემოქმედებით ადამიანებისთვის შეიქმნა.
HoloLens-ზე საგანმანათლებლო მიზნებისთვის Minecraft-ის თამაშიც ერთ-ერთი საინტერესო სცენარია აღნიშნული პროდუქტის გამოსაყენებლად.
HoloLens-ის წარმატებული გამოყენების შემთხვევები
ამ პუნქტში შემოგთავაზებთ წარმატებული კოლაბორაციის მოკლე ჩამონათვალს.
- კომპანია Caltech-ის მიერ შექმნილი პროდუქტი სახელწოდებით CARA, რომელიც HoloLens-ის გამოყენებით უსინათლოების გადაადგილებას ამარტოვებს:
- ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Ford-ი, რომელიც Microsoft HoloLens-ს საკუთარი მანქანების დაპროექტებისთვის იყენებს:
- სამხედრო ინდუსტრიაზე ორიენტირებული უკრაინული სტარტაპი LimpidArmor-ის მიერ Microsoft HoloLens-ის სამხედრო ჩაფხუტზე მორგება:
-
Case Western Reserve University ანატომიის სწავლებისას Microsoft HoloLens-ს იყენებს:
https://www.youtube.com/watch?v=SKpKlh1-en0
HoloLens-ის პირველ თაობას, რომელიც ტექნოპარკში 2 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი ერთი ნაკლი მაინც აქვს, ხედვის კუთხე შესამჩნევად ვიწროა იმისთვის, რომ ჰოლოგრამების აღქმა შთამბეჭდავი იყოს (ვიდეოს ჩაწერისას ხედვის პრობლემა არ იქმნება). მიუხედავად იმისა, რომ HoloLens-ის პირველი თაობის წარმომადგენელი ექსპერიმენტალურია, მასში გამოყენებული ტექნოლოგიები ისევ აქტუალურია და თავისუფლად გამოდგება ჰოლოგრაფიკული პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, რომელიც ბევრად დახვეწილ HoloLens 2-ზეც იმუშავებს (ორივე მოწყობილობა ერთი და იმავე ოპერაციული სისტემის ვერსიას და ინტერფეისს იყენებს).
რაც შეეხება აქტუალურ HoloLens 2-ს. საქართველოში სადემონსტრაციო მოდელის ჩამოტანა ევროპის ბაზარზე გამოჩენოსთანავე იგეგმება.
HoloLens 2-ის მიმოხილვა და HoloLens-ზე „Hello World“ კოდის გაშვების დეტალები ჩვენ ბლოგზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.