ცხადია, Google-ის ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება მეტი დაწესებულება გადავიდეს კონტეინერებზე და იყენებდეს კომპანიის საფირომო ჰიბრიდულ ღრუბლოვან სერვისს, სახელწოდებით Anthos, თუმცა მრავალი მომხმარებელი უკვე აქტიურად იყენებს VMware-ს. შესაძლოა კორპორატიულ მომხმარებლებსაც უნდოდეთ Anthos-ზე გადასვლა, თუმცა ისინი ჯერ მზად არ არიან მსგავსი ტიპის მიგრაციისთვის ახალ სერვისზე იმ პირობებში, როცა არსებული VMware-ც შესანიშნავად აკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს უკვე მრავალი წელია. აღნიშნულ სიახლეში არაფერი ინოვაციური და განსაკუთრებული არაა.
Google:
მომხმარებლები ხშირად გვთხოვდნენ VMware-ს გაფართოებული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, ზუსტად ამიტომ, დღეიდან Cloud VMware Solution-ის დახმარებით, რომელიც CloudSimple-მა შეიმუშავა, კორპორატიულ მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი სამუშაო დატვირთვები VMware vSphere-ის ბაზაზე Google Cloud-ში გაუშვან.
ახალი გადაწყვეტილება უზრუნველოყოფს VMware-ის სრული ნაკრების, მათ შორის vCenter, vSAN და NSX-T-ის მხარდაჭერას.
მართალია, Google საკუთარ ოფიციალურ განცხადებაში ხშირად ახსენებს VMware-თან არსებულ ხანგრძლივ და მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით ეს CloudSimple-ის მუშაობის შედეგია და არა VMware-ის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ VMware უკვე თანამშრომლობს Google-ის კონკურენტებთან, როგორებიც არიან AWS და Microsoft Azure სადაც ასევე არის შესაძლებელი VMware-ის სრული დატვირთვით გამოყენება.