პანდემიის გამო, Google I/O 2021 ვირტუალურად ჩატარდება, რაც არაფერს ნამდვილად სჯობს, ვინაიდან კომპანიამ შარშან სრულად გააუქმა ღონისძიება.
ტრადიციულად, Google-მა თავისი მოსაწვევი, რომელიც ერთგვარ თავსატეხს წარმოადგენს, მედიას გაუგზავნა. ონლაინ მედია 9to5Google–მა, თავსატეხში ღონისძების დეტალები პირველმა გაშიფრა. უკვე ცნობილია, რომ დეველოპერების კონფერენცია გაიმართება 18–20 მაისს.
რას უნდა ველოდოთ Google I/O 2021-ზე
როგორც წესი, კონფერენცია პროგრამულ ანონსებს, ახალ აპებსა და სერვისებს ეძღვნება. ასევე, შეგვიძლია გავეცნოთ ახალ დეტალებს Google-ის უახლესი, მობილური ოპერაციული სისტემის შესახებ — წელს ეს იქნება Android 12.
უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში Google-ს აღნიშნული ღონისძიება გამოიყენებული აქვს ახალი ტექნიკის წარსადგენადაც. 2019 წელს მან გამოუშვა Pixel 3a, 3a XL და Nest Hub Max I/O. თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიამ სულ ახლახან გამოუშვა მეორე თაობის Nest Hub, უფრო სავარაუდოა, რომ ამჯერად ჩვენ ვიხილავთ Pixel 5a-ს და არა ახალ ჭკვიან ეკრანს.
მაისი არც ისე შორსაა, ასე რომ, დიდი ხნით არ მოგვიწევს ლოდინი იმის სანახავად, თუ რა სიკეთეებს გვინახავს Google.