Google-ის ცნობილ ბრაუზერში გამოჩნდა გვერდითა პანელი, რომლის მეშვეობითაც თქვენ საშუალება გექნებათ მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია, ცალკე ჩანართის (ტაბის) გახსნის აუცილებლობის გარეშე. ამასთანავე, Google-მა ბრაუზერის დესკტოპ ვერსიაში გადაიტანა ფასების მონიტორინგის ფუნქცია, რომელიც აქამდე Chrome-ის მხოლოდ სმარტფონების ვერსიაზე იყო ხელმისაწვდომი.
რა ვიცით
საკუთარ ოფიციალურ ბლოგზე, Google განმარტავს, რომ ქრომში საძიებო მოთხოვნის ჩაწერისას, მისამართის ველში გამოჩნდება გუგლის ლოგო, რომელზე დაჭერისას გაიხსნება გვერდითა პანელი შესაბამისი შედეგებით.
რაც შეეხება ფასების მონიტორინგს, აღნიშნული ფუნქცია აქტიურდება ონლაინ მაღაზიებში და გთავაზობთ ჩართოთ კონკრეტულ პოზიციებზე მეილ შეტყობინება, რომელიც მოგივათ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფასი შეიცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ სიახლე ნახსენებია ბრაუზერის ოფიციალურ ბლოგში, იგი ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია Chrome-ის როგორც სტაბილურ, ისე ბეტა-ვერსიაზე.