Microsoft-მა Xbox One-დან საკუთარი ხმოვანი ასისტენტი, Cortana წაშალა რითაც სხვა დეველოპერებს სათამაშო კონსოლისთვის საკუთარი გადაწყვეტილებების ინტეგრირების საშუალება მისცა. გასულ წელს Xbox One-ის და Amazon-ის Alexa-ს ინტეგრაცია შედგა. რამდენიმე დღის წინ კი სათამაშო კონსოლმა Google Assistant-ის მხარდაჭერაც მიიღო. ამჟამად Google-ის ხმოვანი ასისტენტი Xbox One-ზე საჯარო ბეტა-ტესტირების საფეხურზეა, რის გამოც Assistant-ს მხოლოდ ინგლისური ენის მხარდაჭერა აქვს. მომავალში Microsoft და Google ხმოვან ასისტენტში კონსოლისთვის უფრო მეტი ენის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.
Google Assistant-ი სათამაშო კონსოლზე გაძლევთ საშუალებას ჩართოთ ან გამორთოთ ის, გაუშვათ თამაშები და აპლიკაციები, დაუკრათ სასურველი ვიდეო ან მუსიკა, გადაიღოთ სქრინშოთები და სხვა. კონსოლის მართვა ასისტენტის Android/iOS აპლიკაციიდან და Google Home-დან არის შესაძლებელი. ხელმისაწვდომი ბრძანებების ჩამონათვალი და Google Assistant-ის ბეტა-ტესტირებაში გაწევრიანების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ Reddit-ზე.