Google Україна აღნიშნავს, რომ უკრაინელი მომხმარებლებისა და ადგილობრივი სახელმწიფო ინფრასტრუქტურის დასაცავად, კომპანიის უსაფრთხოების სამსახური 24-საათიან რეჟიმში, დასვენების გარეშე მუშაობს. გუგლის ადგილობრივი სამსახური უკრაინულ საიტებზე, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტების და ისეთი სერვისების, როგორიცაა Liveuamap, მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, რათა დაიცვას ისინი DDoS შეტევისგან.
ამავე მიზნით Google-მა გააფართოვა Project Shield-ზე წვდომა უკრაინაში, რაც DDoS შეტევებისგან უფასო დაცვას უზრუნველყოფს. ამგვარად, უკრაინის კრიტიკული ონლაინ იფრასტრუქტურა მუდმივად ხაზზეა და მსოფლიოს ოპერატიულად აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ამჟამად Project Shield-ით დაცუილია 150-მდე უკრაინული საიტი.
Google-მა უკრაინისთვის $25 მილიონი უკვე გამოყო, ხოლო პოლონეთში გადასული უკრაინელი დევნილებისთვის და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უკრაინელებს ეხმარებიან, კომპანიამ დამატებით $10 მილიონი გამოყო.
ამავე ორგანიზაციებისთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის Google უფასოს ხდის Google Cloud-ის მოხმარებას.
იმისათვის, რომ უკრაინელებს კონტაქტი ქონდეთ საზღავარგარეთ მყოფ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, Google აუქმებს ქვეყანაში გადასახადს Google Fi-ზე და Google Voice-ზე.
“ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას მსოფლიოში და ვითვალისწინებთ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნებს სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებთან და მათ შორის უზრუნველვყოფთ რუსული სახელისუფლებო მედიასაშუალებების შეზღუდვას ჩვენს პლატფორმებზე“, — აცხადებს კენტ უოლკერი, გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტი.
წყარო: Google Україна