კომპანია Google-მა Xiaomi-ს ჭკვიანი სახლის ინტეგრაცია Nest Hub და Assistant-თან დროებით გათიშა.
გათიშვა გამოწვეულია მომხმარებელთა მიმართვის გამო, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი მოულოდნელად უცხო მომხმარებლების კამერებს ხედავენ.
მაგალითად, ერთ-ერთი უსაფრთხოების IP-კამერის, Xiaomi Mijia 1080p Smart-ის მფლობელმა Google Nest Hub-ში ტრანსლაციის გადატანისას უცხო სახლების გამოსახულება და ვიდეონაკადი მიიღო. მსგავს შემთხვევებს სხვა მომხმარებლებიც ყვებიან.
Xiaomi-ის წარმომადგენლების განცხადებით აღნიშნული პრობლემა სულ 1044 მომხმარებელთან დაფიქსირდა. იგი დაკავშირებულია დროებითი ფაილების განახლების პრობლემასთან, რომელიც 26 დეკემბერს გამოშვებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ფიქსირდება. პრობლემა თავს უხარისხო ინტერნეტ კავშირისას იჩენს.
Xiaomi-მ პრობლემა უკვე მოაგვარა, თუმცა Google ჯერ მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ხარვეზის სრულ გამოსწორებამდე სერვისებს შორის ინტეგრაციის დროებითი გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.