კომპანია Google-ი საკუთარი პროექტების საუკეთესო მკვლელად ითვლება. ჰელოუინის დღესასწაულისთვის კორპორაციის თანამშრომლებმა ამასთან დაკავშირებით „გარდაცვლილი“ პროექტების სასაფლაო მოაწყვეს.
Google-ის ოფისის შესასვლელში ჰელოუინისთვის საფლავის ქვები გამოფინეს, რომლებიც კომპანიის მიერ დახურულ პროექტებს მიეძღვნა: Picasa, Google Reader, Google Buzz, Google Wave, Orkut, Google +.
სინამდვილეში Google-მა 180-ზე მეტი პროექტი მოკლა. ასევე არსებობს სპეციალური ვებ-გვერდი Killed by Google, რომელიც Google-ის სერვისების ციფრული სასაფლაოს ფუნქციას ასრულებს.