როგორც წესი, ახალი Android-ის პირველი ვერსიები მარტის შუა რიცხვებში გამოდის, თუმცა ამჯერად Google-მა ჩვენთვის უცნობი მიზეზებით ოპერაციული სისტემის პირველი საცდელი ანაწყობი ერთი თვით ადრე, 19 თებერვალს გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ეს არა Beta 1, არამედ Developer Preview-ა.
Android 11-ის ბეტა-ვერსიის რელიზი მაისში იგეგმება, ხოლო ფინალურ ვერსიას 2020 წლის მე-3 კვარტალში უნდა ველოდოთ.
Android 11 Developer Preview-ს გამოცდა მხოლოდ Google Pixel-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. მხარდაჭერილ მოდელებს შორისაა Pixel 2, Pixel 2 XL, Pixel 3, Pixel 3 XL, Pixel 3a, Pixel 3a XL, Pixel 4 და Pixel 4 XL.
Android 11-ში ჯერ-ჯერობით განსაკუთრებულ სიახლეს ვერ შეამჩნევთ, თუმცა უკვე ცნობილია დეტალები ოპერაციულ სისტემაში 5G ქსელთან დაკავშირებული შესაძლებლობების არსებობის, უსაფრთხოების გაუმჯობესების, ელ.დოკუმენტების ნაგულისხმევი მხარდაჭერის, კამერასა და სურათების დამუშავებასთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობების და მეტად მოდულირებული სისტემის შესახებ.