კომპანია Google-მა საკუთარი თანამშრომლებისთვის ურთიერთობის ახალი წესები შეადგინა. წესების თანახმად თანამშრომლებს სამსახურში პოლიტიკაზე და პოლიტიკასთან დაკავშირებული ახალი ამბების განხილვა ეკრძალებათ.
ასევე Google-ის ახალი პოლიტიკით დაუშვებელია თანამშრომლების მხრიდან კოლეგების, ბიზნესპარტნიორებისა და ცნობილი ფიგურების შეურაცხყოფა.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ თანამშრომლების გამონათქვამებმა შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს კომპანიასა და საძიებო სისტემის მომხმარებლებზე.
დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ასეთ თანამშრომელთან მენეჯერები და მოდერატორები იმუშავებენ.