Facebook-ის დამოკიდებულება სახის ამოცნობის ტექნოლოგიის მიმართ მუდმივად იცვლებოდა. ფაქტებს რომ გადავხედოთ მარტივად დავადგენთ, რომ წარსულში კომპანიის ენთუზიაზმი ამ ტექნოლოგიისადმი უფრო დიდი იყო. Business Insider-მა რამდენიმე დღის წინ მიაგნო Facebook-ის ძველ მონაცემებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2015-2016 წლებში კომპანიამ შექმნა აპლიკაცია, რომელიც თანამშრომლებისა და მათი მეგობრების სახეებს ცნობდა.
მისი ფუნქციონალი მარტივია— სმარტფონის თანამშრომლისკენ მიმართვის შედეგად ეკრანზე ჩნდებოდა მისი სახელი, გვარი და პოზიცია, რომელზეც ის მუშაობს. BI-ს თქმით, აპლიკაცია ცნობს ყველას, ვისაც Facebook-ის ანგარიში აქვს, თუმცა კომპანიაში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ფუნქციით სარგებლობისთვის მომხმარებელს თავად უნდა ჩაერთო შესაბამისი ფუნქცია სოც.ქსელის პარამეტრებიდან.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღნიშნული აპლიკაციის მხარდაჭერა შეწყვეტილია. Facebook-მა დეკლარირებულად პრივატულობის გზა აირჩია.