ღია წვდომაში მომხმარებლების სახელები, Facebook ID და ტელეფონის ნომრები აღმოჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Comparitech ავრცელებს.
მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მასშტაბური გაჟონვა ძირითადად აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს შეეხოთ.
აღნიშნული მონაცემების გამოყენება ბოროტმოქმედებს სპამისა და ფიშინგ შეტევების განსახორციელებლად შეუძლიათ.
პირველად მონაცემთა ბაზა ღია წვდომაში 2019 წლის 4 დეკემბერს დაფიქსირდა. ფაქტის დაფიქსირების შემდეგ მონაცემები 15 დღის განმავლობაში ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, რაც ბოროტმოქმედებს პირადი ინფორმაციის ასლის შესაქმნელად დამატებით დროს აძლევდა.