Microsoft-ი საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს საკუთარი Android აპლიკაციების განვითარებაში. კომპანიის აპლიკაციების აქტიურმა განვითარებამ Google-ის მობილურ პლატფორმაზე უამრავ დადებით გამოხმაურებასთან ერთად გადმოწერების უწყვეტი ზრდაც გამოიწვია. Microsoft-ს Android-ზე უკვე ყავს ორი „მილიარდერი“ აპლიკაცია, რომლებმაც 1 მილიარდი გადმოწერა დააგროვეს. Word-ის და OneDrive-ის შემდეგ მე-3 ასეთ აპლიკაციად Excel-ი იქცა.
Google Play Store-ში მილიარდი გადმოწერის კადიდატების რიგში დღეს PowerPoint-ი დგას. რაც შეეხება Microsoft Edge, Your Phone და Microsoft Launcher-ს, მათ ჯერ-ჯერობით მხოლოდ 10 მილიონიანი ბარიერი გადალახეს.
მოგეხსენებათ, რომ Microsoft-ისთვის Android-ი და მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის ახალი სმარტფონი Surface Duo ზუსტად Android-ზე მუშაობს.