საშინელებათა ჟანრის თამაშებში, მნიშვნელოვანია დაძაბულობის შენარჩუნება, მცირედი პაუზებით, რათა მოთამაშემ შესვენება მოასწროს. ამ ამოცანისთვის, ვიდეო თამაში The Callisto Protocol-ისთვის, დეველოპერებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი. მოწინააღმდეგე, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეეცდება შეინარჩუნოს ვითარების დაძაბულობა, მთელი თამაშის განმავლობაში.
ამის შესახებ, თამაშის შემქმნელი სტუდიის, Striking Distance-ის ტექნიკურმა დირექტორმა, მარკ ჯეიმსმა ისაუბრა.
“ჩვენ შესანიშნავი ხელოვნური ინტელექტი გვაქვს. იგი იღებს გადაწყვეტილებას როდის შეგიტიოთ და გაკვირდებათ, რათა ყოველ ჯერზე უფრო მოულოდნელად იმოქმედოს”.
მარკ ჯეიმსი
ტექნიკური დირექტორის განმარტებით, თამაშში შექმნილია სრულფასოვანი სავენტილაციო სისტემა, რომელიც ყველა ლოკაციას წვდება. მოთამაშეს მანდ შეუძლია იხილოს მოწინააღმდეგის ნაკვალევი. მაგალითად, გამომტვრეული სავენტილაციო ბადე ან ღია კარი საშიშროების მოახლოებას გულისხმობს, თუმცა მოთამაშეს არ ეცოდინება, საიდან უნდა ელოდოს ამ საშიშროებას.
The Callisto Protocol-ში, მოწინააღმდეგის ერთ-ერთ ამოცანაა შეაშინოს მოთამაშე. იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტი დასახულ ამოცანას გაუმკლავდეს, მას დაკვირვებისა და შესწავლის შესაძლებლობა აქვს. იგი აკვირდება, რა დროს და რომელი იარაღის გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას მოთამაშე. ეს ყველაფერი, მოთამაშეს ურთულებს გონიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლას — რაც მეტ რეალისტურობას მატებს თამაშს.
The Callisto Protocol – ძირითადი ცნობები
- თამაშის მთავარი გმირი, ჯეიკობ ლი — ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდის პილოტია. ტვირთი, რომელიც მას გადაჰქონდა, იქცა მუტაციის მიზეზად ციხეში “შავი რკინა”, რომელიც იუპიტერის თანამგზავრ კალისტოზე მდებარეობდა.
- მონსტრებთან შეტაკებებისას დიდი ყურადღება ენიჭება სისხლიან და დანაწევრების სცენებს — კიდურების და საცეცების მოჭრა მნიშვნელოვნად ასუსტებს მოწინააღმდეგეს.
- თამაშში შეაიარაღების ფართო სპექტრია წარმოდგენილი — დაწყებული კეტით და დამთავრებული საფანტის იარაღით.
- The Callisto Protocol გამოვა 2022 წლის 2 დეკემბერს კომპიუტერზე, PS4, PS5, Xbox One, Xbox Series X და Series S-ზე.
- სასტიკი სცენების გამო, თამაში იაპონიაში აიკრძალა.