რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Clubhouse, კონტენტის მონეტიზაციის მიზნით პლატფორმაზე Payments ფუნქციას ამატებს. საწყის ეტაპზე, ფუნქცია სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას სერვისის ოფიციალური ბლოგი ავრცელებს.
ჩარიცხვების მიღება საწყის ეტაპზე ტესტერების სპეციალურ ჯგუფს შეუძლია, თუმცა თანხის გაღება სერვისის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ იმ ადამიანის პროფილზე, ვისაც გააქტიურებული აქვს Payments ფუნქცია და დააწვეთ ღილაკს “ფულის გაგზავნა”.
მომხმარებელს, რომელსაც ფულის გაღება სურს, საკომისიოს გადახდაც მოუწევს, რადგან ტრანზაქციები სერვისი Stripe-ის საშუალებით ხორციელდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქლაბჰაუსი ამ ტრანზაქციებიდან შემოსავალს არ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტის თვეში, სოციალურმა ქსელმა კონტენტის შემქმნელების მხარდაჭერის პროგრამა დააანონსა, რომლის მიხედვითაც, კომპანია შეარჩევს 20 ბლოგერს და დაეხმარება მათ მონეტიზაციის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ხმოვანი ჩატების ფუნქცია უკვე დაემატა ისეთ სერვისებს, როგორებიცაა Telegram, Twitter, Facebook და Spotify. გარდა ამისა, მსგავსი სერვისის დამატების გეგმა აქვს LinkedIn-საც.