კომპანია Google-ი საკუთარ ბრაუზერში რეკლამის დაბლოკვის ფუნქციის ჩაშენებას გეგმავს. თუმცა აღნიშნული სიახლე სარეკლამო კონტენტს სრულად მაინც არ დაბლოკავს.
რას დაბლოკავს Chrome-ი?
დაბლოკვის ფუნქცია შეიქმნა „მძიმე“ რეკლამისთვის, რომელიც ბევრ რესურსს მოიხმარს და ამით ბრაუზერის მუშაობას ანელებს.
Google-ის ინფორმაციით, დაიბლოკება მხოლოდ ის რეკლამა, რომელიც იყენებს პროცესორის დროის 0,1%-ზე მეტს, ტვირთავს პროცესორს წუთში 0,1%-ზე მეტით ან იყენებს ქსელის გამტარუნარიანობის 0,1%-ზე მეტს.
დაბლოკილი რეკლამის ნაცვლად გამოჩნდება განმარტება, თუ რატომ წაშალა ბრაუზერმა ესა თუ ის რეკლამა.
ვისაც სრულად სურს რეკლამისგან გათავისუფლება, მაშინ მათ კვლავინდებურად მოუწევთ uBlock Origin, Ghostery ან Adblock Plus-ის გამოყენება.
როდის გამოვა?
„მძიმე“ რეკლამის დაბლოკვის ფუნქცია საცდელ Chrome Canary 80-ში უკვე მუშაობს. სტაბილურ ვერსიაში კი ის Chrome 80-ის გამოსვლასთან ერთად გამოჩნდება.
წყარო: GitHub