რედინგის უნივერსიტეტის ფიზიკოსი, ჯაილს ჰარისონი, მის სხვა კოლეგებთან ერთად, ბატის უნივერსიტეტიდან, დიდი ხნის განმავლობაში, ყოველ დილით დაყვებოდა სომერ-სეტის მინდვრების ნისლს, რა დროსაც იგი ცაში უშვებდა უპილოტო საფრენ აპარატს. ფიზიკოსი ამას ერთადერთი მიზნით აკეთებდა, მას სურდა ღრუბლები ელექტრონული მუხტით დაემუხტა.
Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნებული დაკვირვებიდან ვიგებთ, რომ ღრუბლების დადებითი ან უარყოფითი მუხტით დამუხტვის შემთხვევაში, ნისლი წყლის უფრო ბევრ წვეთს წარმოქმნიდა.
ელექტრონულ მუხტს შეუძლია შეანელოს აორთქლების პროცესი ან სულაც გამოიწვიოს წვეთების აფეთქება
— წერს ჰარისონი.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ აღმოჩენას ისეთ რეგიონებში გამოიყენებენ, სადაც გვალვა მძვინვარებს. ასეთი სახით, ამ რეგიონებში შესაძლებელი გახდება მიკროკლიმატის შეცვლა, რაც გაზრდის სოფლის მეურნეობის ხარისხს და აგვარიდებს შიმშილის საფრთხეს.