კომპანია Apple-მა საკუთარი ბოლო თაობის ჭკვიან საათში ახალი ფუნქციები და უმნიშვნელო გაუმჯობესება გვაჩვენა. თუმცა განახლება Series 5-ის პროცესორს არ შეხებია.
აღნიშნული ფაქტი დეველოპმენტ გარემო Xcode-ის ბოლო ვერსიაში დასტურდება.
როგორც ერთ-ერთი დეველოპერი აღნიშნავს, Apple Watch Series 5 იგივე ძირითად და გრაფიკულ პროცესორს იყენებს, რაც კომპანიამ თავის დროზე Apple Watch Series 4-ში გამოიყენა.
According to Xcode, Apple Watch Series 5 has the same generation CPU/GPU as the Apple Watch Series 4; I guess the only changes are a gyro and 32GB of NAND? The plus side of that is that we won’t have to worry about watchOS being slower on the Series 4 than on a brand new model
— Steve Troughton-Smith (@stroughtonsmith) September 18, 2019
„Xcode-ის მიხედვით, Apple Watch Series 5-მა მიიღო იგივე პროცესორი და გრაფიკა, რაც Apple Watch Series 4-ს აქვს. თუ სწორად გავიგე, ახალი საათის გაუმჯობესება მხოლოდ გიროსკოპის და NAND ტიპის 32 გბ-იანი მეხსიერების დამატებაში მდგომარეობს“— აღნიშნავს დეველოპერი საკუთარ Twitter-ზე.
ამასთან ერთად Apple Watch Series 4-ს და Series 5-ს აპლიკაციების მოხმარებისას თუ watchOS-ის სხვა ფუნქციებით სარგებლობისას ერთნაირი წარმადობა აქვთ.
Apple-ის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ Apple Watch Series 5-მა „64-ბიტიანი 2-ბირთვიანი პროცესორი S5 მიიღო“, რომელიც S3-ზე 2-ჯერ უფრო სწრაფია“. საქმე იმაშია, რომ „პროცესორი S5“ სრულ სისტემას გულისხმობს, რომელიც ჩიპზე (SoC) მუშაობს და ისეთ კომპონენტებს მოიცავს, როგორებიცაა დისპლეის კონტროლერი და ჩაშენებული კომპასი. Apple Watch-ის მე- 4 თაობის საათი „S4 SoC“ -ზე მუშაობს, მაგრამ ზემოთაღნიშნული გაუმჯობესების გარეშე და იგივე პროცესორით.
დიდი ალბათობით Apple-ს ინჟინრებმა წელს მეტი ყურადღება იმ მიმართულებებს დაუთმეს, რომლებიც კომპანიას ახალ მომხმარებლებს გაუჩენს. CNBC-ს ანგარიშიდან ირკვევა, რომ Apple Watch-ის მომხმარებელთა 70% მას პირველად ყიდულობს.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ Series 4-ის მომხმარებლები საკუთარ Apple Watch-ს მომდევნო წელს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გამოიყენებენ.