ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, ეფლი საკუთარ VR ჩაფხუტზე მუშაობს, რომელიც კომპანიის პროდუქტების სრულიად ახალ ხაზს დაუდებს სათავეს.
“Apple Inc.-ის პირველი VR ჩაფხუტი, გაფართოებული რეალობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ნიშური წინამორბედი იქნება”, — აღნიშნულია Bloomberg-ის სტატიაში.
გამოცემის ინფორმაციით, Apple VR, შესაძლოა 2022 წელს გამოვიდეს. ასეთი სახით ეფლი პირდაპირ კონკურენციას გაუწევს ისეთ ჩაფხუტებს, როგორებიცაა Oculus, PlayStation VR და სხვები.
“კომპანია მაღალი კლასის, ნიშურ პროდუქტზე მუშაობს, რომელიც დეველოპერებსა და მომხმარებლებს, საბოლოოდ უფრო მასშტაბური AR (გაფართოებული რეალობის) ჩაფხუტის გამოსვლისთვის მოამზადებს”, — წერია Bloomberg-ის სტატიაში.
არაა გამორიცხული, რომ ეფლის ახალი VR ჩაფხუტი Mac Pro-სთან ერთი ფასის კატეგორიაში გავიდეს და რამდენიმე ათასი აშშ დოლარი ღირდეს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი ჩაფხუტის შედარებით მაღალი ფასი განპირობებულია იმით, რომ კომპანია მასში საკუთარი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს, როგორებიცაა ყველაზე მაღალი გაფართოების დისპლეი VR მოწყობილობებში, ხოლო მასში გამოყენებული ჩიპსეტი, ზოგი მაჩვენებლით Apple M1 Mac პროცესორსაც კი უსწრებს.
გარდა ამისა, ინსაიდერების ინფორმაციით, ეფლმა ჩაფხუტში გაგრილების კომპლექსური სისტემა დაამატა.
კომპანიის შიდა დოკუმენტაციაში ახალი VR ჩაფხუტის კოდური სახელია N301, ხოლო AR ჩაფხუტი ცნობილია სახელით N421. ორივე მათგანი ადრეული პროტოტიპირების ეტაპზეა და საბოლოოდ პროდუქტის აღწერა ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია.