iCloud-ის ვებ-ვერსიამ სრულიად განახლებული დიზაინი მიიღო. მთავარ გვერდზე გადმოინაცვლა ფილებით აწყობილმა ინტერფეისმა, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება წინასწარ გადახედოს თავის ფოტოსურათებს, მეილებს, კალენდარს, ჩანაწერებს, iCloud Drive-ს და სხვა. გაჩნდა ამ ფილების გადაადგილებისა და პირად საჭიროებებზე მორგების შესაძლებლობაც. ამით სიახლეები არ სრულდება და თავად iCloud-ის ანგარიშის მართვის გვერდიც განახლდა.
ამ ყველაფრის გატესტვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე beta.icloud.com. განახლებული დიზაინი ჯერ-ჯერობით ბეტა ტესტირების ეტაპზეა და მოგვიანებით, მას ძირითად დომენზეც ვიხილავთ.