Apple–მა 20 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე განახლებული დიზაინის iMac Apple Silicon ჩიპით და კორპუსის ნათელი ფერებით წარადგინა, რომელიც ძველი, ფერადი all-in-one iMac–ის ინსპირაციაა. Apple–ის განცხადებით, ახალი iMac სპეციალურად M1 ჩიპის ბაზაზე შეიქმნა.
შვიდი ნათელი ფერი
ახალი iMac აღჭურვილია 24 ინჩიანი, 4.5K ეკრანითა და უფრო თხელი ჩარჩოთი. ახალ დიზაინში მთავარი ცვლილება ეკრანის უკანა მხარეს შეეხო და ამობურცულის ნაცვლად, კომპანიამ, iMac-ის ბრტყელი ვერსია შემოგვთავაზა. Apple-ის თქმით, iMac-ის მოცულობა 50%-ზე მეტით შემცირდა. აღსანიშნავია Apple’s True Tone ტექნოლოგიაც, ფერის ტემპერატურის ავტომატურად რეგულირებისთვის, 1080p კამერის რეზოლუცია და უფრო დიდი სენსორი.
ყველაზე თხელი
ახალი iMac-ის სისქე მხოლოდ 11.5 მმ-ია. Apple აცხადებს, რომ M1 ჩიპის გამოყენებით, იგი უფრო ჩუმი და გრილი უნდა იყოს, ვიდრე წინა მოდელი.
ექვს სპიკერიანი ხმოვანი სისტემა.
აუდიო, რომელიც ნამდვილად ფარავს ოთახს.
M1 და Big Sur.
დიდი ძალის დიდი შესაძლებლობები.
M1 არის ყველაზე მძლავრი ჩიპი, რომელიც Apple-ს ოდესმე შეუქმნია. iMac თითქმის მყისიერად იღვიძებს ძილის რეჟიმიდან, აპლიკაციები კი სწრაფად იტვირთება. პროცესორის 85%-ით უფრო სწრაფი მუშაობით და სტანდარტულ 21.5 დიუმიან iMac-ებთან შედარებით, ორჯერ უფრო სწრაფი გრაფიკული დამუშავებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი პროგრამები, როგორებიცაა Xcode, Affinity Photo, კოდის სწრაფი წერისა ან რეალურ დროში ფოტოების რედაქტირებისთვის.
iMac + iPhone.
იდეალური წყვილი.
თქვენი ზარები და ტექსტური შეტყობინებები პირდაპირ თქვენს iMac– ზე მოდის, ასე რომ თქვენ არ გჭირდებათ მოწყობილობების გადართვა მასთან ახლოს ყოფნის დროს.
AirDrop-ით შესაძლებლობა გაქვთ მყისიერად გადაიტანოთ ფოტოები, ვებ-გვერდები და ფაილები თქვენს iMac-ში.
Universal Clipboard საშუალებას გაძლევთ დააკოპიროთ ტექსტები, სურათები, ფოტოები და ა.შ. თქვენს iPhone–ზე და გადაიტანოთ ისინი iMac– ში.
ახალი მაგნიტური კვების კაბელი, რომელიც ფუნქციურად უკვე გამოშვებულ MagSafe კაბელს ჰგავს.
საწყის მოდელს ექნება ორი USB-C/Thunderbolt პორტი უკანა მხარეს, ხოლო ყველაზე მძლავრ მოდელს ექნება დამატებით ორი USB-C პორტი (Thunderbolt მხარდაჭერის გარეშე). აღსანიშნავია, რომ ყურსასმენის პორტი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.
ახალი iMac-ის პარალელურად, Apple-მა ასევე წარადგინა ფერადი კლავიატურა, მაუსი და ტრეკპადი.