კომპანია AMD-ს ცნობით, ფლაგმანური 16-ბირთვიანი პროცესორი Ryzen 9 3950X სექტემბერის ნაცვლად ნოემბერში გამოვა. მწარმოებელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროცესორის მიმართ ბაზარზე გაზრდილი დაინტერესებით ხსნის.
Ryzen 9 3950X შემდეგ მახასიათებლებს მიიღებს: 16 ბირთვი/ 32 ნაკადი, 3,5 გჰც და 4,7 გჰც (აჩქარებულ მდგომარეობაში) სიხშირე, მე-3 დონის 64 მბ-იანი ქეში, PCIe 4-ის 24 ზოლი და 105 ვტ-იანი TDP.
AMD ასევე აღნიშნავს, რომ Ryzen 9 3950X-თან ერთად ნოემბერში Threadripper-ის მე-3 თაობის პროცესორიც გამოვა. Threadripper 3XXX-ის მინიმალური კონფიგურაცია 24 ბირთვზე იმუშავებს. ასეთი სახით ვისაც ერთი სოკეტის მქონე მრავალბირთვიანი სამუშაო სადგური დასჭირდება, AMD-ს აღნიშნული სიახლე იდეალური არჩევანი იქნება.