კომპანია Apple ახალი აიფონების წარმოებას 3 მილიონით შეამცირებს, რაც გარკვეულ მოდელებზე შემცირებული მოთხოვნით და ჩინეთში COVID-19-ის პანდემიის განმეორებითი აფეთქებით არის განპირობებული. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
Apple, დაგეგმილი 90 მილიონი მოწყობილობის ნაცვლად, 87 მილიონს გამოუშვებს.
გაყიდვების დაწყებიდან მალევე, iPhone 14/14 Plus მოდელებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. თუმცა წარმოების შემცირება პრემიალურ 14 Pro/Max-საც შეეხება.
წარმოების შემცირების ერთ-ერთი მიზეზია ჩჟენჩჟოუში (ჩინეთი), სადაც iPhone-ის ძირითადი მწარმოებელი ქარხანა მდებარებოს, ეპიდაფეთქების განმეორება, რის შემდეგაც რეგიონში მკაცრი შეზღუდვები დაბრუნდა.
Apple-ის განმარტებით, iPhone 14 Pro და Pro Max-ზე მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე რჩება, თუმცა მათი წარმოება, ჩინეთის გარკვეულ რეგიონებში გამოცხადებული ლოქდაუნის გამო შემცირდება.
მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Apple, მომდევნო კვარტალში მაინც გავა რეკორდულ $128 მილიარდიან მოგებაზე.