მათი ღირებულება $549-ს შეადგენს.
Bose, Sony, JBL და სხვა მწარმოებლების საპასუხოდ ეფლმა ხმაურის ჩამხშობი ფუნქციის მქონე ყურსასმენები წარმოადგინა.
AirPods-ის წინა მოდელებისგან განსხვავებით, ახალი Max მოდელი სრულად ფარავს ყურის ნიჟარებს. ახალ მოდელს გააჩნია Siri-ის ხმოვანით მართვის, iPhone-თან სწრაფი კავშირისა და რამდენიმე სხვა ფუნქციის მხარდაჭერა, რომელიც არ გხვვდება წინა მოდელებში.
მოწყობილობაში ჩაშენებულია სენსორი, რომელიც მარტივად ხვდება გიკეთიათ თუ არა ყურსასმენები და ავტომატურ რეჟიმში შეუძლია მუსიკისა დაპაუზება მათი მოხსნისთანავე.
AirPods Max რამდენიმე ფერში იქნება წარმოდგენილი და მას სპეციალური ჩასადებიც მოყვება.
შედარებისთვის, iPhone SE $399 ღირს, ხოლო iPhone XR-ის შეძენა აშშ-ში $499-ად არის შესაძლებელი.