Adobe-მა უკვე შეაჩერა საკუთარი სერვისების ახალი გაყიდვები რუსეთის ტერიტორიაზე და დაბლოკა საკუთარ სერვისებზე წვდომა რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებებისთვის. საუბარია ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა Adobe Creative Cloud (Photoshop, Premiere Pro, After Effects და ა.შ.), Adobe Documents Cloud და Adobe Experience Cloud.
გარდა ამისა, Adobe Foundation-მა უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის $1 მილიონი გაიღო.
კომპანია ასევე დაეხმარება უკრაინიდან დევნილებს.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ გავხდით უკრაინაზე ძალადობისა და თავდასხმის მომსწრენი, რამაც სამწუხაროდ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომის კადრები შემზარავია და ენით აღუწერელ ტკივილს გვაყენებს. ჩვენ ვართ ამ ტრაგედიის მომსწრენი და ვთვლით, რომ ვაგებთ პასუხს იმაზე, რომ არ მივაწოდოთ ჩვენი სერვისები და პროდუქტები აგრესორს, ამ უკანონო ომის მხარდაჭერისთვის“, — შანტანუ ნარაენი, Adobe-ს აღმასრულებელი დირექტორი.
ბოლოს კი ცოტა გავხალისდეთ. როგორც ჩანს Adobe-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა უკვე იმუშავა. ერთ-ერთ უახლეს ვიდეოში, პუტინი, რომელიც ვითომ და ქალბატონების გარემოცვაში ზის, აღმოჩენილია მონტაჟის უხარისხო მცდელობა. დიდი ალბათობით, დიქტატორის ვიდეო გადაღებულია ბუნკერში, მწვანე ფონით. თუ დააკვირდებით, ამ არსების ხელი პირდაპირ მიკროფონში გადის.