ახალი მედია იდეა შენთვის და შენი ბიზნესისთვის.
ჩვენი ისტორია
მედიის კონცეფცია ჯერ კიდევ 2012 წელს, ბლოგ Msinfo-ს სახით გაჩნდა. აღნიშნულ პერიოდში, პლატფორმა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ხელს უწყობდა კომპანია Microsoft-ის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, პროექტმა ამოწურა საკუთარი თავი და საჭირო გახდა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა – ერთი კონკრეტული კომპანიიდან გადავერთეთ IT ინდუსტრიასა და მეცნიერებაზე.
2012 – MSinfo
სიახლეები Microsoft-ის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ
2019 – Technoid
პირველი სრულად ტექნოლოგიური ონლაინ მედია პლატფორმა
2022 – Linkr
ახალი კავშირი მომავალთან
Linkr ინარჩუნებს ძველ ფილოსოფიას ახალი და ინოვაციური, ტექნოლოგიური მედია პლატფორმის შესაქმნელად. იდეას განასხვავებს თავისი სტილი, რომელსაც ჩვენ თავისუფლების პოლიტიკა დავარქვით, რაც შეზღუდვების გარეშე, ობიექტურ გაშუქებას გულისხმობს. ჩვენთან ერთად თქვენ პირველები გაიგებთ ბოლო სიახლეებს მეცნიერების და ტექნოლოგიების სამყაროდან. შეიტყობთ უფრო მეტს უახლესი მიღწევების, ტრენდული მიმართულებების, ხელოვნური ინტელექტისა და კაცობრიობის მომავლის შესახებ.
ჩვენ ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს, გააცნობიერონ თავიანთი ზრდის პოტენციალი. Linkr-ის მისიაა განახორციელოს ინფორმაციული ინვესტიცია თქვენს წარმატებაში.