2022 წლის 8 ნოემბერს, კაცობრიობა მორიგ იშვიათ კოსმოსურ მოვლენას — მთვარის სრულ დაბნელებას იხილავს. NASA-ს მონაცემებით, მსგავსი რამ 2025 წლის მარტამდე აღარ განმეორდება. თუმცა ამ დროში მთვარის რამდენიმე ნაწილობრივ დაბნელებას და მზის სრულ დაბნელებას აუცილებლად ვნახავთ.
მთვარის სრული დაბნელებისას, დედამიწა ზუსტად მზესა და მთვარეს შორის ექცევა, რა დროსაც ე.წ “სისხლიანი” მთვარის მომსწრენი ვხდებით. ამ დროს, მთვარე წითელ შეფერილობას ატმოსფეროს ოპტიკური ეფექტის შედეგად იღებს.
მთვარის დაბნელება 8 ნოემბერს, სამხრეთ ამერიკიდან გამოჩნდება. ამ მოვლენისთვის თვალის დევნება შესაძლებელი იქნება აზიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე რეგიონიდანაც იქნება შესაძლებელი.
მთვარის დაბნელება რამდენიმე ეტაპად იყოფა (მოცემულია თბილისის დრო):
- დასაწყისი — 12:02
- ნაწილობრივი დაბნელების დასაწყისი — 13:09
- სრული დაბნელების დასაწყისი — 14:16
- მთვარის დაბნელების პიკი — 14:59
- სრული დაბნელების დასასრული — 15:41
- ნაწილობრივი დაბნელების დასასრული — 16:49
- დასასრული — 17:56
სამწუხაროდ, საქართელოდან მთვარის სრულ დაბნელებას ვერ დავინახავთ, თუმცა გთავაზობთ შეგვიძლია ამ მოვლენას პირდაპირი ეთერის საშუალებით ვუყუროთ.