საქმე ეხება 800 000 ფაილს, რომელიც ჰაკერებმა კოსმეტიკური კომპანია “Oriflame”-ის სერვერიდან მოიპოვეს.
თავისუფალ წვდომაში აღმოჩნდა 25 000-მდე საქართველოს და 700 000-მდე ყაზახეთის მოქალაქის პირადი მონაცემები (საკონტაქტო ინფორმაცია, პირადობის მოწმობის ასლები და სხვა).
ჰაკერებს ჯამში 13 მილიონამდე ფაილი ჩაუვარდათ ხელში, რომელთა საერთო მოცულობა 4 ტბ-ს აღწევს და მოიცავს პირად ინფორმაციას უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ესპანეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.