პაროლების მენეჯერის, NordPass-ის დეველოპერებმა გამოაქვეყნეს პაროლების სტატისტიკა, რომელთა გატეხვაც დღეს ყველაზე მარტივი აღმოჩნდა.
ყველაზე პოპულარული და მარტივი პაროლების ათეულში მოხვდა ის კომბინაციები, რომელთა გამოცნობაც პროგრამული მანიპულაციის შედეგად 1-დან 10 წამში არის შესაძლებელი.
ამ კრიტერიუმის მიხედვით, ყველაზე ცუდი პაროლი გახლავთ “password”, რომელსაც მსოფლიოში 5 მილიონამდე ადამიანი იყენებს. მის გამოცნობას 1 წამიც არ დასჭირდა.
მეორე ადგილი დაიკავა კომბინაციამ “123456”, რომელსაც მსოფლიოში 1,5 მილიონი ადამიანი ენდობა. უფრო “რთულ” ვარიანტს — 123456789 კი 400 000 მომხმარებელი ჰყავს. არაა გამორიცხული, რომ 9 ნიშნა კომბინაციაზე მომხმარებლები გადავიდნენ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ 6-ნიშნა ვერსია მარტივად გამოცნობადია (სინამდვილეში კი ორივე კომბინაციას ერთი და იგივე დრო სჭირდება გამოსაცნობად).
პაროლი “guest”-ის მომხმარებელთა რაოდენობა კი 376 ათასს აღწევს. საინტერესოა, რომ ამ პაროლის მომხმარებლები უმეტესად ქალები არიან.
მე-5 ადგილს იკავებს “qwerty”, რომელაც ჯერ ისევ 300 000 ადამიანი იყენებს მსოფლიო მასშტაბით.
ასევე აღმოჩენილია უცნაური “მარტივი” კომბინაცი — col123456. ამ პაროლს მსოფლიოში 140 000 ადამიანი ენდობა, ხოლო პაროლის გამოცნობას დაახლოებით 11 წამი სჭირდება. ამ პაროლმა მე-9 ადგილი დაიკავა.