2020 წლის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის, COVID-19-მა მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-20 სიკვდილის ფაქტი ახალ კორონავირუსს უკავშირდება. ამის შესახებ საკუთარ ანგარიშს Think Global Health აქვეყნებს.
მკვლევართა ინფორმაციით, გულის უკმარისობით, გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 10,89 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2020 წლის სიკვდილიანობის მაჩვენებლის 15,5%-ს შეადგენს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ინსულტმა, 2020 წელს 7,8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (11,1%).
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით კი გასულ წელს 3,91 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
COVID-19-მა ამ სტატისტიკაში მე-4 ადგილი დაიკავა — ახალმა ვირუსმა 3,07 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციისგან კი 2,97 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
ამავე კვლევის მიხედვით, COVID-19 სიკვდილიანობის რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებდა ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები ფიქსირდება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, ამერიკასა და ევროპის კონტინენტზე, სიკვდილიანობის მაჩვენებლის 80% ახალ კორონავირუსზე მოდიოდა, თუმცა ამ ორი კონტინენტის მოსახლეობა, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს.