WCCF-ის ინფორმაციით CES 2020-ზე კომოპანია AMD მობილური Ryzen სერიის 7 ნმ-იანი და Zen 2 არქიტექტურის მქონე ახალი თაობის პროცესორებს წარმოადგენს. ახალი მობილური პროცესორების გამოჩენა კი გეიმერული ლეპტოპების ფასს შთამბეჭდავ $ 699-მდე დაიყვანს. ამ ფასად მომხმარებელები 6 ბირთვიან Ryzen 5-ზე და დისკრეტულ გრაფიკაზე ( დიდი ალბათობით RX 5300M /RX 5500M-ზე ) მომუშავე გეიმერულ ლეპტოპს მიიღებენ. აღნიშნული კონფიგურაცია კონკურენციას Intel Core i5-8265U და GTX 1050-ზე მომუშავე ლეპტოპებს გაუწევს.
7 ნმ-იანი პროცესორებისა და გრაფიკის გამოყენება მაღალ წარმადობასთან ერთად შთამბეჭდავ ავტონომიური მუშაობის დროს უზრუნველყოფს. ქსელში გავრცელებული ინფორმაციით AMD-ს ახალ პროცესორზე მომუშავე გეიმერული ლეპტოპები ერთი დამუხტვით საშუალო დატვირთისას 12 საათამდე ძლებენ.
ინდუსტრიისთვის, რომელიც 4 და 6 ბირთვიან პროცესორებზე გაიჭედა, ეს საკმაოდ კარგი სიახლეა.