ძლიერმა გვალვებმა სერიოზული ზიანი მიაყენა მოსავალს, შეუქმნა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებას და გამოიწვია უკონტროლო ხანძრები მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.
აგვისტოში გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ევროპა, სავარაუდოდ, ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვის მომსწრე გახდა. ამავე თვეში, სამხრეთ ჩინეთში წლევანდელი გვალვები ოფიციალურად აღიარეს ყველაზე ხანგრძლივ გვალვად ბოლო 60 წლის განმავლობაში. კალიფორნია კი ბოლო სამ წელს რეკორდულად მშრალი კლიმატით ხვდება.
ის, რაც წარსულში შემაძრწუნებლად გვეჩვენებოდა, უკვე ნორმად იქცა
მიზეზი რა თქმა უნდა პლანეტის დათბობაა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გაანალიზებისას, World Weather Attribution-ის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 2022 წლის ზაფხულის გვალვის მსგავსი პირობები, დღევანდელი კლიმატით, შესაძლოა მოსალოდნელი იყოს 20 წელიწადში ერთხელ.
კლიმატის ცვლილებებზე დაკვირვებით, მათ დაასკვნეს, რომ 2022 წლის ზაფხულის მზარდი ტემპერატურა, რომელიც უკვე დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან, იყო გვალვის გამომწვევი მთავარი მიზეზი. მიმდინარე წლის დასაწყისში, ინიციატივამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს ივლისის სიცხის რეკორდული ტალღა „ფაქტობრივად შეუძლებელი“ იქნებოდა კლიმატის ცვლილების გარეშე.
აშშ-ს კლიმატის მონიტორინგის რუკას, უკვე შეგვიძლია გამაფრთხილებელი ნიშანი ვუწოდოთ. ის გვიჩვენებს, რომ დასავლეთ აშშ უკვე აინთო შემოდგომის ფერებში – ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ჩრდილები, რომლებიც აღნიშნავენ პირობებს “არანორმალურად მშრალიდან” “განსაკუთრებულ გვალვამდე”.
კალიფორნიის 94% ამჟამად მძიმე გვალვის წინაშე დგას, აშშ, შტატის მაცხოვრებლებისგან წყლის დაზოგვას მოითხოვს. კალიფორნიის ისტორიულმა გვალვებმა, სახელმწიფოს ჰიდროენერგიის გამომუშავების პროცესს სერიოული დარტყმა მიაყენა, რამაც ფერმერები აიძულა მინდვრები დაუმუშავებელ, უმოქმედო მდგომარეობაში მიეტოვებინათ – პრობლემები ასევე იზრდება ევროპისა და აზიის იმ რეგიონებში, რომლებშიც გვალვებს უკვე წლებია ებრძვიან.