ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ GitHub-ის იმ რეპოზიტორიებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუძლიათ ნებისმიერი საიტის გაუმჯობესება. მათი საშუალებით, თქვენ შეგეძლებათ არამხოლოდ რთული ანიმაციების, არამედ სასარგებლო ფუნქციების დამატება თქვენს ვებ-გვერდზე.
1. Lottie-Web/Bodymovin
აღნიშნული ბიბლიოთეკა საშუალებას მოგცემთ, Adobe After Effects-დან, ანიმაცია პირდაპირ თქვენს საიტზე გადაიტანოთ.
2. Vue/React Content Loader
იგი წარმოადგენს SVG-კომპონენტს, რომელსაც ჩასატვირთი სივრცის ე.წ placeholder-ის დამატება შეუძლია (Facebook-ის ჩატვირთის ანიმაციის მსგავსად).
3. Magic Grid
ეს ბიბლიოთეკა საშუალებას გაძლევთ შექმნათ ადაპტირებადი “ქარდების” ბადე @media-ს გამოყენების აუცილებლობის გარეშე. ამისათვის საკმარისი იქნება აირჩიოთ კონტეინერი და მზადაა.
4. Hover.css
Hover ეფექტები, რომლებიც ხელმისაწვდომია CSS-ის პრეპროცესორებზე Sass და LESS, ბმულებისთვის, ღილაკებისთვის, გრაფიკული SVG ფაილებისთვის და სხვა.
5. React Image Gallery
ელემენტი “კარუსელი”, სურათების დათვალიერებისთვის.
6. RELLAX
მარტივი JS-ბიბლიოთეკა, პარალაქსის ეფექტის რეალიზებისთვის. მუშაობს სმარტფონებსა და პლანეშეტებზე.
7. React Motion
ამ ბიბლიოთეკის გამოყენებით, ანიმაციებთან პრობლემა შეგიძლიათ დაივიწყოთ. შემთხვევების 90%-ში თქვენ არ დაგჭირდებათ თითოეული კადრის დეტალურად აღწერა. მიანიჭეთ მნიშვნელობა სამომხმარებლო ინტერფეისის მხოლოდ ორ პარამეტრს — damping და stiffness. დანარჩენს ფიზიკის “ჯადოქრობა” თავად შეასრულებს. ყველაფერთან ერთად, აღნიშნული რეპოზიტორია ამარტივებს API-სთან მუშაობის პროცესს.
8. SVG.js
ცნობილი და მსუბუქი ბიბლიოთეკა, რომელიც დამოკიდებულების დანერგვის გარეშე, SVG ფაილებთან მუშაობის საშუალებას მოგცემთ.
9. mo · js
ინსტრუმენტი გთავაზობთ კომპონენტებს, რომლებიც დაგჭირდებათ ანიმაციის გაფორმებისთვის. ამ ბიბლიოთეკაში იპოვით ყველაფერს, რაც ანიმაციას მაქსიმალურად ბუნებრივსა და ჰარმონიულს გახდის.
10. Reveal.js
კარკასი (Framework) ღია საწყისი კოდით, რომელიც HTML-პრეზენტაციების შექმნის საშუალებას გაძლევთ. მისი გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ სრულფასოვანი ფუნქციონალის მქონე პროექტი პირდაპირ ბრაუზერში შექმნათ.
11. Zdog
ალბათ ყველაზე უნიკალური ბიბლიოთეკა გახლავთ. მისი საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ 3D ობიექტები, მათემატიკის საფუძვლიანი ცოდნის გარეშე.
შეჯამება
დამწყებ Front-End დეველოპერებს ვურჩევდით უფრო ხშირად გამოიყენონ მსგავსი მზა გადაწყვეტები. განსაკუთრებით, როცა საუბარია რთულ და კომპლექსურ ამოცანებზე. რა საჭიროა ბორბლის ახლიდან გამოგონება, როცა ის უკვე არსებობს.