სამყარო მუდმივად იცვლება, აღნიშნული წიგნები დაგეხმარებათ გახდეთ ინფორმირებული.
სიმართლეა, რომ რაც უფრო მეტი ვიცით რაღაცის შესახებ, მით უკეთესად გვესმის იგი და მით უფრო ადვილია მისი „გამოსწორება“, თუ ეს შესაძლებელია ან საჭიროებს გამოსწორებას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უფრო ადვილი იყოს თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ჩვენს სამყაროში და მის ფარგლებს გარეთ ხდება.
პანდემიამ, ტემპერატურის მატებამ, წყალდიდობამ, ქარიშხალმა – ყველა ამ და სხვა კატასტროფამ გამოავლინა რამდენად მყიფეა ჩვენი სამყარო. პლანეტის მდგომარეობა, კაცობრიობის მომავალი და კოსმოსის უცნობი ერთობლიობა ბადებს კითხვებს მომავალზე. სტატიისთვის შერჩეული ეს 10 წიგნი გვთავაზობს შეხედულებებს სხვადასხვა თემაზე, რაც გავლენას ახდენს დედამიწაზე ჩვენს ცხოვრებაზე. ზოგი ბნელი და დისტოპიურია, ზოგი ამაღელვებელი და იმედისმომცემი, მაგრამ ყველა მათგანი დამაფიქრებელი და შთამაგონებელია.
ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის დაარსების გარდა, Microsoft–ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი ღრმად არის დაინტერესებული კლიმატის ცვლილებით. 2015 წელს ის ხელმძღვანელობდა Breakthrough Energy კოალიციას სუფთა ენერგიის ინიციატივების დასაფინანსებლად. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დარგის ექსპერტებთან ერთად, მან კონცენტრირება მოახდინა იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი პლანეტის თითქმის გარდაუვალი დაღუპვის შესაჩერებლად. აღნიშნულ წიგნში ის განმარტავს, თუ რატომ გვჭირდება გეგმა სათბურის გაზების ემისიის აღმოსაფხვრელად და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
წიგნის სათაური არის კითხვა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი უსვამს საკუთარ თავს. ფილოსოფოსის, ცნობილი ბიოლოგის და ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერის მიღმა, პოლ ნურსი დაკავებულია ხუთი ძირითადი იდეის კვლევით, რომელიც ბიოლოგიისა და თვით სიცოცხლის საფუძველს ქმნის — უჯრედი, გენი, ევოლუცია ბუნებრივი გადარჩევით, სიცოცხლე ქიმიის სახით და სიცოცხლე როგორც ინფორმაცია.
ალბათ მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აუხედავს ცისკენ კითხვით: “როგორ მუშაობს სამყარო სინამდვილეში?” დაე, ბესთსელერი წიგნის ავტორებმა და აღიარებულმა ასტროფიზიკოსებმა, ნილ დეგრას ტაისონმა, მაიკლ ა. შტრაუსმა და ჯ. რიჩარდ გოტმა წაგიყვანონ დაუვიწყარ მოგზაურობაში ჩვენი მზის სისტემიდან შორს, სამყაროს საზღვრებამდე.
როგორ დაიწყო სიცოცხლე? რა არის ჩვენი ადგილი სამყაროში? მარტო ვართ? მართლაც დამაფიქრებელი კითხვებია. აღნიშნულ წიგნში, ასტროფიზიკოსი, ნილ დეგრას ტაისონი, და ცნობილი ფიზიკოსი და მეცნიერების გამავრცელებელი, ჯეიმს ტრეფილი, შეეცდებიან პასუხების გაცემას. ბრწყინვალე ფოტოებითა და გრაფიკული ნაწილით სავსე წიგნი გამოგზაურებთ სამყაროს საოცრებებში და მის ფარგლებს გარეთ.
ბევრი განცხადება არსებობს, სადაც ადამიანები ამტკიცებენ, რომ არამიწიერი, გონიერი არსებები უნახავთ, რომელთაგან ჯერ-ჯერობით არც ერთი არ დადასტურებულა. მაგრამ ჰარვარდის წამყვანი ასტრონომი, ავი ლობი დარწმუნებულია, რომ 2017 წლის ბოლოს, იგი გახდა ობიექტის მოწმე, რომელიც, მისი აზრით, იყო შორეული, უცხო ცივილიზაციის მიერ შექმნილი მოწინავე ტექნოლოგიის ნაწილი. ეს წიგნი ასახავს ავტორის საკამათო თეორიას და მის ძლიერ გავლენას მეცნიერებაზე, რელიგიაზე და ჩვენი სახეობების და პლანეტის მომავალზე.
#1 New York Times-ის ბესთსელერი, გამშიფვრელი დროული და მასტიმულირებელი ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ წამოიწყეს 2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, ჯენიფერ დუდნამ და მისმა კოლეგებმა რევოლუცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვკურნოთ დაავადებები, დავიცვათ თავი ვირუსებიდან და გვყავდეს ჯანმრთელი ბავშვები. წიგნი იკვლევს გენის რედაქტირების ტექნიკას, რომელიც მან, ემანუელ შარპენტიესთან ერთად, დააპატენტა და ცნობილია როგორც CRISPR-Cas9. კრისპარი შესაძლებელს ხდის დნმ-ის ნაწილის შერჩევით შეცვლას.
სტივ ჯონსონი თავის წიგნს დამაინტრიგებელი ფაქტით იწყებს: ბოლო ასი წლის განმავლობაში, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაორმაგდა. თანამედროვე მედიცინა, უკეთესი ცხოვრების პირობები, ტექნოლოგია – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ამას განაპირობებს, მაგრამ სხვა რომელმა ძალებმა შეუწყო ხელი ამ დრამატულ გაუმჯობესებას? New York Times–ის ყველაზე გაყიდვადი ავტორი იწყებს გამოძიებას.
ბოლო 2000 წლის განმავლობაში, მეცნიერები მუდმივად ცდილობენ სამყაროს საიდუმლოს ამოხსნას. თეორიები ბევრია – დიდი აფეთქების თეორია, სიმების თეორია, კვანტური თეორია. New York Times-ის ბესთსელერი წიგნის, ღვთის განტოლების ავტორი, თეორიული ფიზიკოსი და ფუტურისტი, მიჩიო კაკუ გახლავთ. წიგნი ამ მეცნიერებების ერთ განტოლებაში გაერთიანებას ცდილობს, რათა უპასუხოს მსოფლიოს ყველაზე ამოუცნობ საიდუმლოებას – ყველაფრის თეორიის ძიებას.
კაცობრიობის ისტორიაში 70 000 წლით უკან დაბრუნება, მომავლის პროგნოზირებაში დაგვეხმარება. ესაა ის, რასაც აკეთებს იუვალ ნოა ჰარარი თავის უახლეს ბესთსელერში. ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე სავსე იყო კატასტროფებით, დაავადებებით, ომებით, მაგრამ ჩვენ ყველაფერი დავძლიეთ. კაცობრიობა ჰომო საპიენსიდან (გონიერი ადამიანი) ჰომო დეუსამდე (ღმერთი ადამიანი) ვითარდება? სწორედ მსგავს საითხებს იკვლევს ჰარარი თავის ღრმა და საოცარ წიგნში.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს უკვე ხდება – ცხოველთა სახეობები იღუპებიან, აისბერგები დნება, ქრება ხმელეთი. რას ნიშნავს ეს, კიდევ ერთი გადაშენების პირას ვართ? ჟურნალისტი ელიზაბეტ კოლბერტი, ყურადღებას ამახვილებს ხუთასამდე მასობრივი გადაშენების მოვლენაზე, რომელიც ხუთასი მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნულ მოვლენებს ის დღევანდელ რეალობას ადარებს, რაც დღეს ხდება ჩვენს სამყაროში, ადამიანის მიერ შექმნილი გლობალური დათბობისა და ოკეანის მჟავიანობის, ტყეების განადგურებისა და ფრაგმენტაციის და მთელს მსოფლიოში ინვაზიური სახეობების გავრცელების შედეგია.
წიგნები ხელმისაწვდომია Barnes & Noble–ზე.
სტატიის შინაარსი შეიძლება არ ასახავდეს Technoid.ge-ს პოზიციას.