ინტერსტელარის, დასაწყისის, მეფე ლომისა და სხვა იკონური საუნდტრეკების ლეგენდარულმა კომპოზიტორმა, ჰანს ციმერმა, ამჯერად სატელეფონო რიგნტონების კომპოზოციები შექმნა. დიახ, სწორედ მან შექმნა ზარის მელოდია და სხვა სატელეფონო ხმები Oppo-ს უახლესი ფლაგმანი Find X3 Pro-თვის.
ის, რომ ციმერმა აღნიშნული ზარის მელოდიები შექმნა, სიახლე არ არის. Oppo-მ მარტის თვეში, თავის იუთუბ არხზე, ვიდეო ინტერვიუ გაავრცელა, რომელსაც თანდართული ჰქონდა ციმერის მთლიანი შემოქმედება სახელწოდებით “ფერადი მომავალი”, თუმცა პირადად მოსმენილი რა თქმა უნდა შეუდარებელია.
გიზიარებთ ჰანს ციმერის უნიკალურ შემოქმედებას.
ზარის მელოდია
ალბათ ჰანსს უნდა, რომ ტელეფონის ზარის ყოველ ჯერზე ავტირდეთ…
”მე მინდა ზარის მელოდიამ კარი გააღოს, რომელიც იტყვის, რომ რაღაცის შეგრძნების შესაძლებლობა არსებობს”
თქვა ციმერმა ზარის მელოდიის შესახებ Oppo-ს ვიდეო ინტერვიუში.
მაღვიძარა
ესეც ციმერის მიერ შექმნილი მაღვიძარას ტონი. მელოდია ჟღერს როგორც პლაჟზე მზის ამოსვლასთან ერთად გაღვიძება.