ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მონაცემებით, ძაღლებს ადამიანის COVID-19-ით ინფიცირების ფაქტის გამოვლენა 90%-იანი სიზუსტით შეუძლიათ. კვლევის მიხედვით, ოთხფეხა მეგობრები ვირუსს დახურულ შენობებში უკეთ “გრძნობენ”.
ცენტრალურ ფლორიდაში ძაღლები უკვე “მუშაობენ” ეპიდემიოლოგების სტატუსით და ამოწმენებ სპორტული ობიექტების და თემატური პარკების ვიზიტორებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მომავალში ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა.
უნივერსიტეტის რექტორის და ქიმიისა და ბიოლოგიის პროფესორის, კენნეტ ფერტონის თქმით, ძაღლებს კორონავირუსის “სუნის ამოცნობას” 6 თვის განმავლობაში ასწავლიდნენ. კვლევის დროს, ძაღლებმა 10-დან 9 შემთხევაში ზუსტად დაადგინეს, არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული COVID-19-ით.
ძაღლები ყნოსავდნენ პირბადეებს, რომლებსაც ატარებდნენ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ან მისგან სრულიად ჯანმრთელი ადამიანები.
ფერტონის თქმით, ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სასწავლო დაწესებულებებში COVID-19-ის გამოვლენაზე 3 ძაღლი “მუშაობს”.
მსგავსი კვლევა ჰანოვერის ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტშიც ჩატარდა, რომლის შედეგებითაც გაწვრთნილ ძაღლებს კორონავირუსის აღმოჩენა 94%-იანი სიზუსტით შეუძლიათ.
ფინეთში, ჰელსინკის აეროპორტში, ექსპერიმენტის ფარგლებში 3 ძაღლს 2 000-ზე მეტი მგზავრის ნაცხი დააყნოსინეს. ძაღლებმა COVID-19 მგზავრების 0,6%-ს დაუდგინეს. მაჩვენებლები ზუსტად დაემთხვა PCR ტესტირების შედეგებს.