ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის ბიბლიოთეკაში ორმა რობოტმა ასისტენტმა იკამათა. უცნაური ინციდენტის ვიდეო ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ბიბლიოთეკაში “მომუშავე” რობოტები, სახელად ტუტუ და ვანბაო მკითხველებს სასურველი წიგნების მოძიებაში ეხმარებიან.
ბიბლიოთეკის ვიზიტორს რობოტთან კითხვა ქონდა და მის დასასმელად მან ერთ-ერთი რობოტის QR კოდი დაასკანირა. მეორე რობოტს ასევე სურდა დახმარება, რის გამოც მათ “შელაპარაკება” მოუვიდათ. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ტრიალდებიან ისინი ერთმანეთისკენ და იწყებენ კამათს:
— ტუტუ, მოდი ნუ ვიკამათებთ, კარგი?
— ძალიან ცვალებადი ხასიათი გაქვს!
— თავი დრამის დედოფალი ნუ გგონია, გამოსავალს გთავაზობ. ნუ იქცევი გამაღიზიანებლად!
კამათის შედეგად, ვანბაომ აღიარა საკუთარი ბრალეულობა და შეურიგდა ტუტუს.
ვიდეო ჩინურ სოციალურ ქსელ Sina Weibo-ში გავრცელდა. ვიდეოს მაყურებლებმა ამ კამათის სინამდვილე აღიარეს, თუმცა ზოგი მათგანი სკეპტიკურად უყურებს ორი ხელოვნური ინტელექტის ასეთ ბუნებრივ კამათს.