გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალაქის თაგვები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მათი სოფლელი ნათესავები. შედარებით მაღალი ინტელექტი განპირობებულია იმით, რომ ქალაქელი თაგვები ადამიანებთან თანაცხოვრებისთვის საჭირო ადაპტაციას გადიან.
კვლევაში 17 ზოლიანი საველე თაგვი და ბერლინის 14 პატარა ბინადარი მონაწილეობდნენ. ისინი სპციალურ, ლაბირინთიან ვოლიერში მოათავსეს. იმისთვის, რომ თაგვებს საკვები მიეღოთ, მათ ლაბირინთი უნდა გადაელახათ.
ქალაქელი თაგვების 77%-მა ამოცანას უფრო სწრაფად გაართვა თავი, თუმცა საველე თაგვები მიზანდასახულობითა და თავდაჯერებულობით გამოირჩეოდნენ.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თაგვებში ეს თვისებები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განვითარდა. ქალაქელ თაგვებს, საკვების მისაღებად მუდმივად უწევთ ახალ პირობებთან ადაპტაცია, რადგან მათ გარშემო არსებული გარემო ცვალებადია. საველე თაგვებს შედარებით ნაკლები არჩევანი აქვთ, ამიტომ მათი ამოცანაა მოიპოვონ საკვები ნებისმიერ ფასად.
გარდა ამისა, ქალაქელ მღრღნელებს, საკვების მოპოვებისთვის უფრო მეტი საფრთხის აცილება უწევთ, რაც მათ ინტელექტზე მიგვანიშნებს.
სოფლელი თაგვების ცხოვრება კი, შედარებით სტაბილურია და მათ არ სჭირდებათ ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის გავლა.