რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, უამრავმა ადამიანმა ბრძოლაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. უკრაინელებთან ერთად ბნელ ძალასთან ბრძოლის სურვილი სხვა ქვეყნის მოქალაქეებმაც გამოხატეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის შექმნის განკარგულება გასცა, რამაც ასეთ ადამიანებს სტრუქტურირებულ და ორგანიზებულ სამხედრო დანაყოფში გაერთიანების და სუვერენული ქვეყნის დაცვის საშუალებას აძლევს.
მსურველთათვის შეიქმნა ოფიციალური საიტი, fightforua.org. იგი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს, თუ როგორ უნდა შეუერთდეთ უკრაინის მოხალისეთა საერთაშორისო ლეგიონს. საიტზე ასევე აღნიშნულია, რომ მოხალისეებისთვის, 1 მარტიდან, საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე გაუქმებულია სავიზო რეჟიმი.