GitHub-მა ყირიმის, ირანისა და სირიის ტერიტორიაზე დეველოპერებს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაცია პლატფორმის ოფიციალურ ბლოგზე უკვე გამოქვეყნდა. ოფიციალურ შეტყობინებაში შეზღუდვას ა.შ.შ-ს ხელსუფლების მიერ მიღებულ სანქციებს უკავშირებენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება არ შეესაბამება GitHub-ის ხედვას მსოფლიოში ყველა დეველოპერის გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში „ა.შ.შ-ს კანონმდებლობა კორპოტატიულ იდეალებზე უფრო მაღლა დგას“.
GitHub-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნეტ ფრიდმანი ფაქტს საკუთარ Twitter-ზე გამოემხაურა და აღნიშნავს, რომ მისთვის მტკივნეულია ამის ყურება, თუმცა კომპანია იძულებულია დაემორჩილოს მთავრობას. ფრიდმანი აქვე აღნიშნავს, რომ საჯარო open-source რეპოზიტორიები კვლავ ხელმისაწვდომია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
It is painful for me to hear how trade restrictions have hurt people. We have gone to great lengths to do no more than what is required by the law, but of course people are still affected. GitHub is subject to US trade law, just like any company that does business in the US.
— Nat Friedman (@natfriedman) July 28, 2019
დეველოპერების ანგარიშები იბლოკება IP მისამართისა და გადახდის ისტორიის მიხედვით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დეველოპერი დროებით საკუთარ GitHub-ს იყენებდა იმ ქვეყნებიდან, რომლებზეც გავრცელდა შეზღუდვა, შესაძლოა მისი ანგარიში დროებით დაიბლოკოს.
GitHub-ი ამ შემთხვევაში VPN-ის და სხვა შემოვლითი გზებით ანგარიშით სარგებლობასაც კრძალავს და ხაზს უსვამს, რომ ანგარიშის დაბლოკვის გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული კუთვნილება გათვალისწინებული არაა. საჭიროების შემთხვევაში დეველოპერებს დაბლოკვის ადმინისტრაციაში გასაჩივრება შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ GitHub-ის ანგარიშები დაბლოკილია ყირიმში, ირანში, კუბასა და ჩრდილოეთ კორეაში