MacRumors-ის ინფორმაციით, Apple-ის ღრუბლოვანი სერვისის, iCloud-ის ნაწილმა, რომელიც ახალი მოწყობილობების აქტივაციისთვის გამოიყენება, საახალწლო დატვირთვას ვერ გაუძლო. მომხმარებელთა ნაწილი, მთელი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა ახალი Apple Watch-ებისა და HomePod-ების გააქტიურებას.
ეფლის განმარტებით, სერვისზე პრობლემა 26 დეკემბერს წარმოიშვა. კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ამ შეფერხების გამომწვევ მიზეზებზე.
Thanks for confirming the issue you are facing. Currently we are experiencing an issue with iCloud Account & Sign In shown here on our System Status page https://t.co/waNYZdXpJm If you should find any continued issues after this is back online, please DM us. https://t.co/GDrqU22YpT
— Apple Support (@AppleSupport) December 26, 2020
მოგვიანებით, ეფლის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურმა დაადასტურა, რომ პრობლემა გამოწვეულია ახალი მოწყბილობების სერვერთან გაზრდილი მიმართვიანობით, რაც სადღესასწაულო პერიოდს უკავშირდება.
მოგვიანებით პრობლემები ახალი iPhone SE, iPad Air და Macbook Air M1-ის მფლობელებსაც შეექმნათ.
ეფლის ახალი გაჯეტების მფლობელები პრობლემის აღმოფხვრას 36 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ. ამ მომენტისთვის ხარვეზი სრულადაა აღმოფხვრილი