უკვე რთული წარმოსადგენი არ არის მთელი დღის ონლაინში გატარება. ოთხი საათის განმავლობაში Zoom-ის ან FaceTime-ის გამოყენება. სამ-სამი საათის დახარჯვა ინტერნეტში ბრაუზინგსა და Facebook-ზე, Instagram-სა თუ Twitter-ში სქროლვაზე. ამას ემატება თამაშებში და Netflix–ის სტრიმინგში დახარჯული კიდევ რამდენიმე საათი.
ალბათ რთულია, ადამიანი ამდენ ხანს, რუტინულად იჯდეს ეკრანის წინ, თუმცა, ამის მსგავსი, რაღაც ახალი ნორმა უკვე არსებობს ამერიკაში. სამუშაო, სკოლა და სოციალური ინტერაქცია ინტერნეტში გადავიდა და ეს მას შემდეგ, რაც COVID-19 გლობალურ პანდემიად იქცა. OpenVault–ის თანახმად, 2020 წელს, ინტერნეტ ტრაფიკის საშუალო თვიური გამოყენება, წინა წელთან შედარებით 40%–ით გაიზარდა. ეს ციფრი მოიცავს ტაბლეტის, კომპიუტერის, სათამაშო კონსოლისა და მობილური ტელეფონის მონაცემებს, რომლებიც იყენებენ “საოჯახო ინტერნეტს” და არ მოიცავს მობილური ინტერნეტის გამოყენებას. დღეისათვის ოჯახები საშუალოდ თითქმის ნახევარ ტერაბაიტ ტრაფიკს იყენებენ ყოველთვიურად.
OpenVault-ის მიერ, ონლაინ მედია Mashable-სთვის მიწოდებული, 483 გბ-იანი ინფორმაციის გაშიფრვით, რომელიც მოიცავს პოპულარულ კატეგორიებს: ვიდეო კონფერენციებს, ბრაუზინგს, სოციალურ მედიას, თამაშებს და სტრიმინგს, მარტივად წარმოსადგენია საშინაო დისტოპია, რომელშიც ოჯახებმა დაკარგეს კავშირი ერთი მარტივი მიზეზის გამო, სულმოუთქმელად გაატარონ დღეში თითქმის 20 საათი ეკრანთან — ეს, ის ტექნოლოგიური მომავალია, რისიც ალბათ ბევრს გვეშინოდა.
რეალობა კოშმარი არ არის, არამედ პარადოქსია. როგორც პანდემიამ დაადასტურა, ინტერნეტი აუცილებელი სიკეთეა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოება, კავშირი, ინფორმაცია და სხვა. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან მარგინალურ თემებს, მათ შორის სოფლის მაცხოვრებლებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ფერადკანიანებს, ამ ცვლილებამ შექმნა მნიშვნელოვანი წვდომა კრიტიკულ რესურსებზე, როგორიცაა ტელემედიცინა, სურსათის მიწოდება და ადგილობრივი ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამები.
მიუხედავად ამისა, ინტერნეტის მოხმარების ზრდა, ასევე ცვლის ჩვენს თვალსაჩინო და შეუმჩნეველ გზებს, რომლებიც შეიძლება დროებითი ან მუდმივი იყოს. უარეს შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულების სპეციფიკური ქცევა, დააქვეითოს ყურადღება, გავლენა მოახდინოს მეხსიერებაზე, გაზარდოს შფოთვა და უკმაყოფილება, გაზარდოს სტრესი და დაღლილობა და მოიცვას ხალხი შეთქმულებებითა და დეზინფორმაციით — ეს ყველაფერი მანამ, სანამ ჩვენ ვიყენებთ მის სიკეთეებს Zoom-ში ძველი მეგობრის “მოსანახულებლად”.
სიმართლე ისაა, რომ ჩვენ მასიური სოციალური ექსპერიმენტის შუაგულში ვართ და არსებობს რამდენიმე მკაფიო პასუხი იმის შესახებ, თუ რა მოხდება შემდეგ. ექსპერტებმა არ იციან, ამიტომ მომხმარებლები უნდა გახდნენ დეტექტივები, დაახარისხონ თავიანთი ციფრული ცხოვრება იმის გასაგებად, თუ როგორ არის დაკავშირებული მათი კეთილდღეობა ინტერნეტის გამოყენებასთან. ამ კონტექსტში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ინტერნეტი სწორად, საერთო აქვს იმასთან, თუ ვინ ხართ და რას აკეთებთ ინტერნეტში.
რა მოხდა ონლაინში 2020 წელს
გასულ თვეში, Mashable–მა ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 18 და მეტი ასაკის 1276 ამერიკელმა მოზარდმა. კვლევა ათობით კითხვას მოიცავდა, მათ შორის, რამდენი საათის განმავლობაში იყენებდნენ ინტერნეტს სამუშაოდ და პირადი ინტერესების მისაღწევად, სწავლობდნენ თუ არა დისტანციურად მათი შვილები სკოლაში, რა აქტივობებს ეწეოდნენ ინტერნეტით უფრო ხშირად და გრძნობდნენ თუ არა თავს უფრო დეპრესიულად ან აწუხებდათ თუ არა მომატებული შფოთვა პანდემიის დაწყების შემდეგ.
გაჩნდა როგორც ნაცნობი, ისე მოულოდნელი ტენდენციები. გამოკითხულთა ორი მესამედი ამბობს, რომ ინტერნეტის შესაძლებლობა მათ საშუალებას აძლევთ დარჩნენ უსაფრთხოდ. მათი ნახევარი ამბობს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებენ თავიანთ ახალ ციფრულ რუტინასა და ჩვევებს, რაც მოიცავს ვირტუალურ ღონისძიებებსა და აქტივობებზე დასწრებას, როგორიცაა ფიტნეს გაკვეთილები, რელიგიური მსახურება, დღესასწაულები და პოლიტიკური დემონსტრაციები. გამოკითხულთა უმრავლესობას სურს გააგრძელოს სურსათის, საყოფაცხოვრებო საქონლისა და რესტორნის კერძების შეკვეთა ინტერნეტით. ხალხის სურვილია ჰიბრიდული ცხოვრების მიღება, რომელსაც არსებული რელობიდან გამომდინარე დიდი პოტენციალი აქვს.
გამოკითხვაში მონაწილე მშობლების 60% უარყოფითად აფასებს შვილების მიერ ინტერნეტში გატარებულ დროს და ამბობენ, რომ ახლა უფრო უჭირთ ინტერნეტში გატარებული საათების კონტროლი, ვიდრე პანდემიამდე. თითქმის მესამედი ამბობს, რომ მათ არ სიამოვნებთ ამდენი დროის დახარჯვა ინტერნეტში. მხოლოდ 30% მიიჩნია, რომ ვირტუალური შეხვედრები, რეალურის უფრო ოპტიმალური ალტერნატივაა. 40%-ზე მეტმა თქვა, რომ ისინი ხშირად იღებდნენ შესვენებას სოციალური ქსელისგან, ვიდრე პანდემიამდე. რესპონდენტები, რომლებიც ანონიმურად აწვდიდნენ გამოკითხვას წერილობით გამოხმაურებებს, გამოხატავდნენ ზიზღს ან იმედგაცრუებას უხეშობის, შეუწყნარებლობის, ტოქსიკურობისა და დეზინფორმაციის გამო.
შენიშვნა: სტატიაში არსებული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს Technoid.ge-ის პოზიციას.