TikTok-ის ტექსტის წაკითხვის ფუნქცია შესანიშნავი შესაძლებლობაა საინტერესო და სასიამოვნო კონტენტის შესაქმნელად და ასევე შშმ პირებისთვის, ვისაც მხედველობისა და კითხვის პრობლემები აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საჭირო ფუნქციის მხარდაჭერა სხვა არც ერთ სოციალურ ქსელს ამ დრომდე არ გააჩნია. გამონაკლისია Instagram, თუმცა, აქ მხოლოდ ავტომატური სუბტიტრების ფუნქციით სარგებლობაა შესაძლებელი.
თუ აღნიშნულით თქვენც ხართ დაინტერესებული, იხილეთ მისი დაყენების მეთოდი:
- ჩაწერეთ ვიდეო.
- ჩაწერის დასრულების შემდეგ, დაკლიკეთ ტექსტის ღილაკს ეკრანის ქვედა ნაწილში.
- აკრიფეთ წასაკითხი ტექსტი და დასასრულებლად დაკლიკეთ ეკრანის ნებისმიერ წერტილში.
- დაკლიკეთ აკრეფილი ტექსტი რამდენიმე წამიანი დაყოვნებით.
- აირჩიეთ “Text-to-Speech”.
იხილეთ ტექსტის წაკითხვის ფუნქციის მაგალითი: