პოლონეთის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმზღვანელი, იაკუბ კუმოხი აცხადებს, რომ ვარშავას საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს.
რა ვიცით
საუბარია ბირთვული იარაღის საერთო გამოყენების უფლების პროგრამაზე — Nuclear Sharing.
აშშ-ის განცხადებით, ქვეყანა 1997 წელს NATO-რუსეთის შეთანხმებას დაიცავს. თუმცა პოლონეთი მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრით, რუსეთმა ეს შეთანხმება დაარღვია და მას აღარ აქვს სამართლებრივი ღირებულება. შეთანხმების ძირითადი პუნქტი გულისხმობს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, 1997 წლის შემდეგ ალიანსში გაწევრიანებული ქვეყნების ტერიტორიაზე ნატო არ განათავსებს ბირთვულ იარაღს.
პროგრამა Nuclear Sharing ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ ბირთვული იარაღი, მისი განთავსების უფლებას ანიჭებს. ამ პროგრამის ფარგლებში, ბირთვული იარაღის გაზიარების შესაძლებლობა აქვს აშშ-ს, თუმცა ბირთვულ ქობინებს, ალიანსის წევრი საფრანგეთი და ბრიტანეთიც ფლობენ.