მკვლევრები უკვე დიდიხანია, რაც ჭიანჭველების საინტერესო სახეობას აკვირდებიან — ისინი კოოპერირების უნარით გამოირჩევიან აქვთ და ერთმანეთს მძიმე ტვირთის გადაზიდვაში, “ბრძოლის ველიდან” დაჭრილების გაყვანასა და კოშკების აგებაში ეხმარებიან. ახლა კი ვისაუბრებთ “კამიკაძე” ჭიანჭველებზე, რომლებიც სხვა ჭიანჭველების დაცვის მიზნით, საკუთარ თავს წირავენ.
მეცნიერებამ ისინი მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა და ისინი ცალკე ჯგუფს — Colobopsis cylindrica-ს განეკუთვნებიან. ამ ჭიანჭველების ბოლო სახეობა 1935 წელს აღმოაჩინეს. თუმცა ცოტახნის წინ, მკვლევრებმა, “კამიკაძე” ჭიანჭველების უახლესი სახეობა აღმოაჩინეს. აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ ZooKeys-ში გამოქვეყნდა.
Colobopsis explodens-ის სახეობის ჭიანჭველებს “ყვითელ ლორწოსაც” ეძახიან, რადგან ზუსტად მსგავს ნივთიერებას გამოყოფენ ისინი, როცა თავს იფეთქებენ. ჭიანჭველები ამ რადიკალურ ზომას მიმართავენ მაშინ, როცა მოახლოებულ საფრთხეს გრძნობენ — აფეთქებისას ისინი ირგვლივ სპეციფიკურ სეკრეციას აფრქვევენ.
გარდა ამისა, მკვლევრებმა კიდევ ერთი საინტერესო სახეობა აღმოაჩინეს. მათ “მეკარეებს” ეძახიან, რადგან ისინი ბუდის შესასვლელს საკუთარი თავის შესასვლელში გაჭედვით იცავენ და ერთგვარი საცობის ფუნქციას ასრულებენ.
თვითმკვლელი ჭიანჭველა წყალმცენარეებით, ხავსით, სოკოთი, მკვდარი მწერებით, ხილითა და თევზით იკვებება. ამჟამად მკვლევრები მათ ქცევას, ქიმიურ პროფილს, ევოლუციას, ანატომიასა და მიკრობიოლოგიას სწავლობენ.