სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკლევრებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელიც კორონავირუსის მუტაციის საფრთხეს შეამცირებს და ვაქცინის შემუშავების პროცესს დააჩქარებს. კვლევის შედეგები 5 თებერვალს, Nature Research-ში გამოქვეყნდა.
ახალი მეთოდის საშუალებით, ხელოვნური ინტელექტი დააჩქარებს ვაქცინის ანალიზს და განსაზღვრავს COVID-19-ის წინააღმდეგ საპროფილაქტიკო თერაპიის საუკეთესო ვარიანტს.
ახალი მეთოდი, ვირუსის პოტენციური მუტაციის ანალიზს ახორციელებს იქამდე, სანამ ის რეალურ ცხოვრებაში შეგხვდება, რაც ეფექტური ვაქცინის შერჩევას გაამარტივებს. თუ კვლევას ვენდობით, მაშინ ამ გზით, კაცობრიობა ინფექციასთან მიმართებაში უპირატესობას მოიპოვებს.
“ხელოვნური ინტელექტის ეს სტრუქტურა გამოიკვლევს ვირუსის თავისებურებებს და რამდენიმე წამში წარმოადგენს ვაქცინის საუკეთესო კანდიდატებს, რაც მისი კლინიკური ცდების უსაფრთხოდ ჩატარების პროცესს დააჩქარებს”, — აცხადებს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ელექტრო და გამომთვლელი ტექნიკის კათედრის დოცენტი და კვლევის ავტორი, პოლ ბოგდანი.
ამ მეთოდით, ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე 26 პოტენციური ვაქცინის ეფექტიანობა იწინასწარმეტყველა.